უფროსი აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ორინჯ გრუპ - ფინანსები
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
შპს "ორინჯ გრუპ - ფინანსები" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი, მაგისტრი

შპს "ორინჯ გრუპ - ფინანსები" არის მზარდი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც იწყებს აქტიურ მოღვაწეობას საქართველოს ბაზარზე. ჩვენი ძირითადი მიზანია მივაწოდოთ მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება კომპანიის კლიენტებს. კომპანიის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: ფინანსური კონსალტინგი, მენეჯმენტ კონსალტინგი, აუდიტი და საგადასახადო კონსალტინგი, ასევე ქონების შეფასება, ბიზნეს რისკების შეფასება და მართვა. ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და მოტივირებულ კანდიდატებს უფროსი აუდიტორის ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის ორგანიზება;
** აუდიტის გუნდთან კომუნიკაცია და დავალებების დელეგირება;
** შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა;
** აუდიტის მენეჯერის ყოველდღიური ინფორმირება აუდიტის მიმდინარეობის სტატუსის შესახებ;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** საერთაშორისო ფინანსური სტანდარტების (IFRS) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA-ის სტუდენტი;
** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: info@orange-finance.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე