დებიტორული დავალიანების მართვის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დებიტორული დავალიანების მართვის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
შპს "დიპლომატ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დებიტორული დავალიანების მართვის სუპერვაიზერის პოზიციაზე 

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** დებიტორული დავალიანების მართვა;
** სალარო ოპერაციების მართვა;
** დავალიანებების რეპორტინგი და ანალიზი;
** დებიტორული დავალიანების მქონე კლიენტებთან კომუნიკაცია, შედარება;
** კლიენტებისთვის საკრედიტო ლიმიტების და გადახდის პირობების განსაზღვრა;
** გუნდის მართვა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** 1 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; (უპირატესობად ჩაითვლება ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება)
** ანალიტიკური აზროვნებისა და წერილობით გადმოცემის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კონფიდენციალურობის მაღალი გრძნობა;
** ინტერაქციის და კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება "AR Team Supervisor" მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე