კაფე-სანაყინეების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაფე-სანაყინეების მენეჯერი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"ლუკა პოლარე" (შპს. "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას კაფე-სანაყინეების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს ოპტიმალური დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** კაფე-სანაყინეს საქმიანობის კოორდინაცია, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** თანამშრომლების შერჩევის და ადაპტაციის პროცესში საჭიროებისამებრ ჩართულობა;
** კვალიფიციური კადრის მომზადება;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ მისამართზე: hr@lucapolare.com და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შერჩევისას კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, ხოლო მიღებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ხუთ დღიანი ტრენინგი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე