ტრენინგ კურსი დღგ-ის ადმინისტრირებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგ კურსი დღგ-ის ადმინისტრირებაში
მომწოდებელი: გადასახადის გადამხდელთა კავშირის აკადემია
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
გადასახადის გადამხდელთა კავშირის აკადემია გთავაზობთ 3 დღიან ტრენინგ-კურსს დღგ-ის ადმინისტრირებაში. ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

** დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი
** დაბეგვრის ობიექტი
** გადასახადის ადმინისტრირება
** გადასახადის დაბრუნების სიახლეები
** დღგ-ის მარეგულირებელი ნორმები
** ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს.

სამიზნე აუდიტორია: მოქმედი ბუღალტრები, ფინანსური მენეჯერები და ფინანსური დირექტორები.

ტრენინგს ჩაატარებს დავით კანდელაკი, რომელსაც აქვს 9 წლიანი გამოცდილება გადასახადებში და მიმდინარე შემოწმებებში საგადასახადო თემატიკასთან დაკავშირებით. ის ასევე, აქტიურად ატარებს სალექციო კურსებს, როგორც მიმდინარე კომპანიების მთავარ ბუღალტრებთან, ასევე, აკადემიის ფარგლებში დაინტერესებულ ჯგუფებთან.
შემოწმების სფერო: წარმოება, ვაჭრობა, საერთაშორისო გადაზიდვები, მშენებლობა

სამუშაო გამოცდილება:

ს.ს ნავთობის და გაზის კორპორაცია - შიდა აუდიტორი 2006-2007 წ.წ.
ს.ს თიბისი ბანკი - საკრედიტო დეპარტამენტი 2007-2009 წ.წ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო შემოწმების სამმართველო, ჯგუფის ხელმძღვანელი, სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 2010-2016 წ.წ. საერთაშორისო აუდიტორული კომპანია - საგადასახადო მიმართულების დეპარტამენტი. მენეჯერი, 2016 წ-დღემდე

ტრენინგის ჩატარების დრო: 28 მარტი, 1 აპრილი და 4 აპრილი (სულ 6 საათი)
ტრენინგის ხანგრძლივობა: 19:00 სთ-21:00 სთ
ადგილი: გადასახადის გადამხდელთა კავშირის აკადემია
მისამართი: ლუბლიანას 13 ბ
ღირებულება: 170 ლარი (კომპანიიდან 1 ადამიანზე მეტის დასწრების შემთხვევაში და ორგანიზაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)

ტრენინგზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfPeDO1qjTrMbngBg3h7744Eo7gygYrC48bolG0nTu2aL9a-Q/viewform

კომპანიის პროფილი: https://www.facebook.com/Geotaxpayers/ | http://www.tpu.org.ge/

საკონტაქტო პირი: ქეთევან კრიალაშვილი
ტელ: 591446244
Email: k.krialashvili@gmail.com

ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე