კონკურსი ლუდის ეტიკეტის დიზაინის შექმნაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ლუდის ეტიკეტის დიზაინის შექმნაზე
მომწოდებელი: რითეილ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
თანდართული ფაილი: 209279_beer_photo_7039112.zip
შპს "რითეილ ჯგუფი" აცხადებს კონკურსს ლუდის ეტიკეტის დიზაინის შექმნაზე.

ბრენდის სახელი - გორდელა.

სახელის წარმომავლობა - ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, შესაძლებელია "გორდა" სპარსულ სიტყვას "ქარდ" ანუ "ქორდ" უკავშირდებოდეს, რაც დიდ დანას ნიშნავს. მისივე თქმით "მოყვანილობით გორდა დრეკილი, მოხრილი ხმალია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხმალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და მთელ კავკასიაში.

დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

** ეტიკეტზე დასატანი ტექსტი: ქართული ლუდი - გორდელა
** გრამაჟი: 2.5 ლიტრი
** სასურველია ფიგურირებდეს გორდა ხმალის ამსახველი სიმბოლიკა

ბოთლის ფორმა - იხილეთ მიბმული ფაილი.

ანოტაცია - ანოტაცია განთავსდება ბოთლის უკანა მხარეს. დიზაინის მოწოდებისას ანოტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო.

სეგმენტი - დაბალი

მინიმალური ჰონორარი - 500 ლარი (ჰონორარი შესაძლოა გაიზარდოს ნამუშევრის სპეციფიკიდან გამომდინარე)

დედლაინი - 31 მარტი

დაუშვებელია დიზაინის კოპირება. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი პასუხს აგებს საავტორო უფლებების დარღვევაზე.

გთხოვთ, ნამუშევრები გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე design@magniti.ge

ნამუშევრები უნდა იყოს PDF ფორმატში. მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "ლუდის ეტიკეტი". მიბმულ ფაილში უნდა იკითხებოდეს ავტორის სახელი და გვარი, ასევე საკონტაქტო ნომერი. აღნიშნული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე