ანგარიშების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანგარიშების მენეჯერი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ანგარიშების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი ფუნქციები:

** საბანკო პროცესების და საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
** საბანკო პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმის გათვალისწინებით.
** ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
** საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ექვსთვიანი გამოცდილება
** რუსული ენის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
** სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
** მოწესრიგებული, ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე