სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Saf Farma
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
ფარმაცევტული კომპანია "Saf Farma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქართლი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი.

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება საჭირო არ არის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა, საკუთარ თავზე მუშაობის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მენეჯმენტი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა;

დაინტერსებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.kheteshvili@gmail.com და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება. CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე