შემოსავლების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის წალკის სერვის ცენტრის შემოსავლების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წალკა
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებულთა შორის სამუშაოების სწორი გადანაწილება და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** წყალმომარაგებითა და წყალარინების ქსელით უკანონო ფაქტის გამოვლენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
** იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სერვის ცენტრში თანხის ამოღების კონტროლი;
** დარიცხვებისა და შემოსავლების შესაბამისობის კონტროლი;
** მოხმარებული სასმელი წყლის ზუსტი აღრიცხვის და აბონენტებზე დარიცხვების კოორდინაცია;
** ურჩი გადამხდელების მიმართ ღონისძიებების (ჩაჭრა-აღდენა, ვალების რესტრუქტურიზაცია, ა.შ.) გატარების უზრუნველყოფა;
** ქვითრებისა და ანგარიშფაქტურების თანამშრომლებისათვის დროულად მიწოდების და დარიგების კოორდინაცია და კონტროლი;
** კომპანიის შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებული გეგმის შემუშავება;
** დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** შემოსულ კორესპონდენციაზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
** აღურიცხავი მომხმარებლების გამოვლენა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლება ფინანსური ან/და ეკონომიური მიმართულებით;
** მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი, მათ შორის სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება;
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება;
** "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: konkursi@water.gov.ge

** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
** სემინარების, ტრენინგების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** ცნობა/ცნობები სამუშაო ადგილიდან;
** სარეკომენდაციო წერილი (ორი);
** სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე