სტიპენდიები ესტონეთში, TalTech - ში სასწავლებლად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიპენდიები ესტონეთში, TalTech - ში სასწავლებლად
მომწოდებელი: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 01 მაისი
სტიპენდიები ესტონეთში, TalTech - ში სასწავლებლად! შეავსეთ აპლიკაცია ახლავე!

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TalTech-ი) ესტონეთში გიწვევთ რომ ისწავლოთ ბიზნესის, იურიდიულის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამოქალაქო და მექანიკური ინჟინერიის და სხვა მრავალ პროგრამაზე, რომლებიც სრულად ინგლისურ ენაზე ისწავლება.

TalTech-ი გთავაზობთ 19 პროგრამას ინგლისურ ენაზე: 4 საბაკალავრო და 15 სამაგისტრო პროგრამას. არსებობს სხვადასხვა სტიპენდიები, რომლებიც სრულად ფარავენ საერთაშორისო სტუდენტების სწავლის საფასურს.

პროგრამების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: http://www.taltech.ee/programmes

რატომ ავირჩიოთ Taltech?

** სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელიც დაარსდა 1918 წელს
** The QS World University Ranking® 2019 - ის მიხედვით TalTech ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2,5%-ში
** ყველაზე დიდი უნივერსიტეტი დედაქალაქში, დაახლოებით 11 000 სტუდენტით, 90-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან
** ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტი, 1600 საერთაშორისო ხარისხის მაძიებელი სტუდენტით, 100 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არის ასევე 100 ქართველი სტუდენტიც
** უნიკალური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროგრამები
** სტუდენტური საცხოვრებელი ულამაზესი ხედებით და თანამედროვე აღჭურვილობით. ამ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ვირტუალური ტური: https://virtualtour.taltech.ee/
** დინამიური საუნივერსიტეტო-ინდუსტრიული თანამშრომლობა. დიდი ყურადღება ეთმობა მეწარმეობის ხელშეწყობას

დაინტერესდით? ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია Taltech-ში ჩაბარების პროცესთან და საბუთებთან დაკავშირებით: http://www.taltech.ee/studying

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 მაისი

დამატებითი ინფორმაცია:

ვებ-გვერდი: http://www.taltech.ee/studying
დაგვიკავშირდით: http://www.taltech.ee/ask-us
Facebook: http://www.facebook.com/TalTechUniversity/
Instagram: http://www.instagram.com/taltechuniversity/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე