SQL პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SQL პროგრამისტი
მომწოდებელი: ლაზიკა კაპიტალი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"ლაზიკა კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას SQL პროგრამისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** SQL პროცედურების შექმნა და მოდიფიკაცია;
** ავტომატური საბილინგო და სააბონენტო პროცესების გამართვა და მხარდაჭერა;
** საბილინგო სისტემის ინტეგრაცია კომპანიაში არსებულ სხვა სისტემებთან;
** არსებული რეპორტების მხარდაჭერა და ახლების შემუშავება;
** პროგრამული განახლებების შესრულება და ტესტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** SQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** SQL ენის ცოდნა;
** სასურველია: საბილინგო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი

კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე. მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ანკეტა, ანუ ე.წ. "სივი" ქართულ ენაზე, ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: job@lazikacapital.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ:

(577) 383 100— ვასილ ძნელაძე; დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისი ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე