მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს "ჰაიდელბერგცემენტმა" განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 4 ცემენტის და 12 ბეტონის მწარმოებელ ქარხანას ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიებს რუსთავის ცემენტის ქარხანაში შემდეგ თანამდებობაზე:

მექანიკოსი

სამუშაო ადგილი: რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის მექანიკური სამსახურის საქმიანობის კოორდინაცია და ოპერატიული მართვა;
** სამუშაო პროცესების, მექანიკური სამსახურის სუპერვაიზერების მიერ განხორციელებული საქმიანობის მართვა და კონტროლი.
** სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობა.
** რემონტების ტექნიკურ ცენტრთან შემდეგ საკითხებში თანამშრომლობა:
** მომავალი წლის სარემონტო სამუშაოების მოცულობის და ბიუჯეტის დაგეგმვა;
** წინასწარი პროფილაქტიკური და გამაფრთხილებელი მომსახურების წლიური მოცულობის დაგეგმვა;
** სამუშაო განაცხადების, ინსპექტირების მასალების გარჩევა, სამუშაო რესურსის დაგეგმვა და პრიორიტეტების შერჩევა;
** მიღებული სტრატეგიული სათადარიგო ნაწილებისა და სარემონტო მასალების ხარისხის შემოწმება.
** არსებული ტექნიკური მომსახურების გაუმჯობესებასა და ახალი პროცედურების დანერგვა.
** მექანიკური სამსახურის დანახარჯების კონტროლი დაგეგმილი ბიუჯეტის მაჩვენებლების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მექანიკური)
** კომპიუტერი: MS Office Word, Excel, Outlook, Project; PowerPoint. (სასურველია AutoCAD)
** ენების ცოდნა (სავალდებულოა: ქართული, რუსული, სასურველია: ინგლისური, გერმანული)
** მინიმალური სტაჟი მსგავს პოზიციაზე - 5 წელი
** სააღრიცხვო სისტემები: SAP PM, SAP MM PLC
** მენეჯერული და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება ჩვენი ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge არაუგვიანეს 31 მარტისა, 2019.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე