პროექტის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ინჟინერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ინჟინრის პოზიციაზე. 

ვაკანსიის კოდი: TGM0000292
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 27.03.2019
კატეგორია: ინჟინერია/არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: არქიტექტურა; ინჟინერია; სამშენებლო.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამატებითი მოთხოვნები
** სამშენებლო პროექტის წაკითხვის/გარჩევის გამოცდილება და უნარები.

სამუშაოს აღწერა:

** სამშენებლო სამუშაოების შესრულების სისტემატიური კონტროლი და ზედამხედველობა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად ანგარიშის მომზადება;
** დაგეგმილი და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შედარებითი ანგარიშების მომზადება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შეფასება;
** სამშენებლო სამუშაოების დადგენილ ვადებში და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ზედამხედველობა; დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული კომუნიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/292
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე