დამლაგებელი, სამეურნეო განყოფილების სუპერვაიზერი, მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი, სამეურნეო განყოფილების სუპერვაიზერი, მენეჯერი
მომწოდებელი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიებს ოთახების დამლაგებლის, სამეურნეო განყოფილების სუპერვაიზერის და საბანკეტო მომსახურების მენეჯერის თანამდებობებზე.

განცხადების შემოტანის ვადები: 2019 წლის 14 მარტიდან 14 აპრილამდე.

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - ამიერკავკასიაში პირველი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, მდებარეობს ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ცენტრში. ის 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის - "მერიოტ ინთერნეიშენალის" წევრი გახდა.

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა, 50 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის შედეგად გარდაიქმნება სივრცედ, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უმაღლესი ხარისხის პროდუქტითა და მომსახურებით. ამჟამად სასტუმრო განახლების პროცესშია. სასტუმრო შერატონის რენოვაციის დასრულებისთანავე მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ სრულიად განახლებულ და სასიამოვნო სივრცეში.

სასტუმრო, გახსნის შემდეგ მომხმარებელს სრულიად განახლებულ, ფეშენებელურ 220 ოთახს შესთავაზებს, მათ შორის საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრებს.

სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიტნეს და სპა მომსახურებით. ასევე მათ განკარგულებაში იქნება ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები.

სასტუმროს საკონფერენციო და ღონისძიებათა ცენტრი კიდევ უფრო გაფართოვდება. 12 სათათბირო ოთახი და 2000 კვადრატული მეტრის სივრცე ქალაქში ყველაზე დიდ კონფერენციებს, შეხვედრებს, გამოფენებსა თუ დღესასწაულებს უმასპინძლებს; მომსახურება, რომელსაც იგი სთავაზობს სტუმრებს კიდევ უფრო დაიხვეწება ამ სფეროში არსებული უკანასკნელი მიღწევებით და "შერატონის" ბრენდის უნიკალურ ხელწერად იქცევა.

თუ თქვენ ხართ ამბიციური და ამავე დროს დაინტერესებული გახდეთ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის წევრი, გთხოვთ იხილოთ ვაკანსია და მოთხოვნები ინგლისურ ენაზე და განაცხადის შესავსებად გადახვიდეთ ბმულზე: http://www.careers.marriott.com

შერატონში გვჯერა ერთად ყოფნის, რადგან ერთად ძლიერები ვართ. შემოგვიერთდით!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე