ადამიანური რესურსების მენეჯმენტის/HR კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მენეჯმენტის/HR კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (HR)-ის შემსწავლელ კურსზე.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ადამიანური რესურსების მართვის კურსზე იწვევს დამწყებ სპეციალისტებს, სტუდენტებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ ყველა პირს.

მსხვილი თუ პატარა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის წარმატებულ მუშაობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. სწორედ HR მენეჯერის მთავარი ფუნქცია წარმოადგენს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარებას, სამუშაოს ანალიზს, პერსონალის ფორმირებისა და მათი მიზანმიმართული მართვის პროცესს. კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით და გაეცნობით ყველა იმ სიახლეს, ტენდენციასა თუ მეთოდიკას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო წარმატებით იყენებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით დანერგოთ ყოველდღიურ პრაქტიკაში.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ევროპის აკადემიური ცენტრი პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს მონაწილეების სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

ტრენინგის თემატიკა:

** ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები; HR კომუნიკაციის პრინციპები;
** კორპორატიული კულტურა;
** კარიერის მართვა;
** პერსონალის განვითარება;
** სამუშაოს ანალიზი;
** HR კვლევები;
** სხვა HR თემები, გუნდის ინტერესის შესაბამისად;

ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 სთ., 1 თვე
ტრენინგის ღირებულება: 300 ლარი (დღგ ჩათვლით)
ტრენინგებს უძღვებიან მოწვეული პრაქტიკოსი HR მენეჯერები.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 1 მარტი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათი/ხუთშაბათი: 19:00
სწავლის ღირებულებაში გათვალისწინებულია სასწავლო მასალები

ტრენინგი ითვალისწინებს კითხვა-პასუხის რეჟიმს, რა დროსაც მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ კონსულტაციები. გათვალისწინებულია შესვენება ყავა/ჩაი.

კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე თქვენ მიიღებთ, ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ევროპის აკადემიური ცენტრის სერტიფიკატი

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** 10 %-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
** 5%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის

დარეგისტრირდი აქ: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

თქვენ შეგიძლიათ ტრენინგების გასავლელად დაუკავშირდეთ რეგიონულ ოფისებს:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9, სართული 1
ტელ.: (+995 415) 220300, 596787700

ქ. ბათუმი მელიქიშვილის ქ. 33
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე