კურსი - საბიუჯეტო ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურსი - საბიუჯეტო ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვა
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
საბიუჯეტო ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება + etreasury.ge + ORIS ბუღალტერია.

სასწავლო კურსი შედგენილია საბიუჯეტო სააღრიცხვო სისტემაში არსებული სტანდარტების სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
შეისწავლება:

** საბიუჯეტო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება
** ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის შესაბამისობა საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებთან
** ფინანსური აქტივების აღრიცხვა
** არა ფინანსური აქტივების აღრიცხვა
** ვალდებულებების აღრიცხვა
** ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) და დანართი ფორმების წარმოება
** ხაზინის მომსახურების ელექტრონული სისტემის - etreasury.ge-ს საშუალებით გადარიცხვის ოპერაციების წარმოება.

თითოეული ლექცია მოიცავს თეორიულ მასალას, სემინარებს, სასწავლო ამოცანების განხილვას და პრაქტიკული ამოცანების შესრულებას.

კურსდამთავრებული შეძლებს:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება.
** ფინანსური აქტივების და ვალდებულებების აღრიცხვა.
** არა ფინანსური აქტივების აღრიცხვა.
** საოპერაციო და არა საოპერაციო ხარჯების აღრიცხვა.
** ინვენტარიზაციის ჩატარება და ცვეთის დარიცხვა.
** ყველა საჭირო გატარებების განხორციელება.
** ფინანსური ანგარიშის (ბალანსის), დანართების და ფორმების შევსება.
** ხაზინის მომსახურების ელექტრონული სისტემის - etreasury.ge-ს საშუალებით ატვირთონ ხელშეკრულება, აიღონ ვალდებულება და განახორციელონ გადარიცხვები.
** თითოეულ გადარიცხვას შეუსაბამონ ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი.
** შეავსონ მივლინებებთან დაკავშირებული გადარიცხვის ფორმები.
** მოამზადონ სტრუქტურული ხე, სახელფასო უწყისები და განახორციელონ ხელფასების გადარიცხვები პაკეტებით.
** შეასრულონ საბუღალტრო გატარებები ორისში.
** განახორციელონ ინვენტარიზაცია და დაარიცხონ ცვეთა.
** მოამზადონ ბალანსი და შეავსონ თანდართული ფორმები.

ხანგრძლივობა:

კვირა: 9 კვირა (კვირაში 2 დღე. ლექციის ხანგძლივობა 2 სთ.)
საათი: 36 საათი
კურსის ღირებულება: 720 ლარი (დღგ გათვალისწინებით)
სწავლა იწყება 12 მაისს 17:00 ზე.

სასწავლო კურს ხელმძღვანელობს: მარიამ კვიციანი - მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერი ფინანსურ-აღრიცხვა ანგარიშგების სფეროში, ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციულ და ფინანსურ დეპარტამენტს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე