სტრატეგიული სოც.მედია მარკეტინგის შემსწავლელი კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატეგიული სოც.მედია მარკეტინგის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მიღებას სტრატეგიული სოც.მედია მარკეტინგის შემსწავლელ კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

კურსის თემატიკა:

** სოციალური მედია მარკეტინგის როლი მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
** სოციალური მედია პლატფორმები მუშაობის პრინციპები
** კონკურენტების ანალიზი - როგორ "მოვპაროთ" კონკურენტებს ფანები?
** Facebook & Instagram რეკლამები
** უკეთესი მასალები პოსტებისთვის და რეკლამისთვის
** Facebook Audiences, Facebook Pixel
** რეპორტინგი და ანალიტიკა

კურსის გავლის შემდგომ კურსდამთავრებულები შეძლებენ:

** მიზნობრივი და გაზომვადი სოციალური მედიის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიის შემუშავებას და დაგეგმვას;
** ონლაინ ხელსაწყოების ოპტიმალურად გამოყენებას ციფრული მარკეტინგული მიზნების შესრულებისთვის;
** შედეგების და რეპორტების კითხვას;
** დამოუკიდებლად განახორციელებენ კამპანიებს და მოახდენენ სოციალურ მედიაში რეკლამების ოპტიმიზაციას.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის სპეციალისტებისთვის, ასევე მარკეტინგის კურსდამთავრებულებისთვის.
ტრენერი: გიორგი ბერეჩიკიძე

** ვებ პროექტების და ციფრული ანალიტიკის ხელმძღვანელი- კომპანია elliot_webber;
** დამოუკიდებელი ტრენერი;
** ციფრული მარკეტინგის ლექტორი- თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
** ციფრულ მარკეტინგში მუშაობის ხუთ წლიანი გამოცდილებით.

კურსის ხანგრძლივობა: - 16 საათი 1 თვე;
კურსის ღირებულება - 450 ლარი;

კორპორატიული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური წინადადება.
კურსის ბოლოს გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე