საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს მიღებას საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე.

ჩვენ ვიწვევთ: კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პროფესიონალ და დამწყებ ბუღალტრებს, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებს, ფინანსისტებს, იურისტებს, სხვადასხვა დონის პრაქტიკოს მენეჯერებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დაინტერესებულ ყველა პირს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე.

გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ორი ტიპის კურსს:

საგადასახადო კოდექსის ინტენსიური კურსი:

კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე (16 სთ);
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი;
კურსის ღირებულება: 250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი:

კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (36 საათი);
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი;
კურსის ღირებულება: 499 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

კურსს უძღვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მრჩეველთა დეპარტამენტის საგადასახადო მრჩეველი ქ-ნი ნინო მაისურაძე.მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპული ცენტრის გამოცემა საგადასახადო კოდექსის წიგნი. კოდექსის შესწავლა მოხდება პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით, კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს.

კურსის ბოლოს ტარდება გამოცდა და გაიცემა შესაბამისი დონის, ორ ენოვანი, "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სათაო ოფისი: ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

თქვენ შეგიძლიათ ტრენინგების გასავლელად დაუკავშირდეთ რეგიონულ ოფისებს:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 (სათაო ოფისი)
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის 1 სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 599 334700

ქ. ზუგდიდი, შოთა კიტიას 9, სართული 1
ტელ.: (+995 415) 220300, 596787700

ქ. ბათუმი მელიქიშვილის ქ. 33
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე