ISET-ის ღია კარის დღეები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ISET-ის ღია კარის დღეები
მომწოდებელი: ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 23 მარტი
ძვირფასო აბიტურიენტებო, სტუდენტებო და მშობლებო!

2019 წლის 15 და 23 მარტს, 18:00 საათზე, "ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში" (ISET) გაიმართება ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეები.

თუ გაინტერესებთ ეკონომიკა და გსურთ, საერთაშორისო დონის განათლება მიიღოთ საქართველოში, მაშინ მობრძანდით "ISET"-ში და გაიცანით ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები, თანამშრომლები და ნახეთ ის გარემო, სადაც მომავალმა სტუდენტებმა უნდა გაატარონ დრო სწავლის პერიოდში.

"ISET"-ის თანამშრომლები გაგაცნობენ შენობას, ბიბლიოთეკას, საკლასო და დასასვენებელ ოთახებს, პროფესორები მოგიყვებიან კურსებზე, ლექციებსა და საინტერესო აქტივობებზე, რომლებიც მრავლად იქნება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი მოგიყვებიან საკუთარ პირველ ნაბიჯებსა და გამოცდილებაზე, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

გელით ყველას!

მის.: 0108 თბილისი, ზანდუკელის ქ. 16, ISET, I სართული, საკონფერენციო დარბაზი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე