დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეველოპერი
მომწოდებელი: ალტა სოფთვეარი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
შპს "ალტა სოფთვეარი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

შპს "ალტა სოფთვეარი" გთავაზობთ სტაბილურ, საინტერესო და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს. "ალტა სოფთვეარი" ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას ფინანსური ინსტიტუტებისათვის 1998 წლიდან. დეველოპერის პოზიცია მოიაზრებს შპს "ალტა სოფთვეარის" პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებას სესხების მართვის სისტემასთან (LMS) დაკავშირებით, უშუალო პროგრამირებას, ურთიერთობას მხარდაჭერისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან.

კომპეტენციის ფარგლები:

** ხარისხიანი და ტესტირებადი კოდის დაწერა;
** ახალი ამოცანებისა და შექმნილი კოდის ანალიზი, სამუშაოს მოცულობის შეფასება და შეთანხმებული ვადების დაცვა;
** დანერგვებში მონაწილეობა, ტექნიკური კონსულტაციების გაწევა, ტექნიკური მხარდაჭერა.

საჭირო კვალიფიკაცია:

** პროგრამირების ენები და ტექნოლოგიები: C#, .NET, Windows Forms, SQL
** სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.

აუცილებელი უნარები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების ადვილი ათვისება;
** გუნდში მუშაობა და გამოცდილების გაზიარება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@altasoft.ge 2019 წლის 31 მარტამდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები და უნდა წარმოადგინონ შექმნილი პროგრამების კოდები განსახილველად. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.
კანდიდატი ამ განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით აცხადებს თანხმობას, რომ მისი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან მისი კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, "ალტა სოფთვეარი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე