სფეის აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სფეის აგენტი
მომწოდებელი: სფეისი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით სფეისი - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდილება.

ჩვენ ვეძებთ სფეის აგენტს.

ეს შენ ხარ, თუ:

** შენ თავად ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც სფეისი გადმოწერე და შენს ცხოვრებაში ან ტელეფონში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი დავიკავეთ;
** გიყვარს ადამიანები და ტექნოლოგიები (ამ თანმიმდევრობით);
** ხარ ენერგიული, პოზიტიური და ცნობისმოყვარე;
** დაინტერესებული ხარ დროებითი სამსახურით, სადაც მიიღებ გამოცდილებას, გაიცნობ კარგ ხალხს და გამოიმუშავებ ფულს შენი ახალი ტელეფონისთვის, მუსიკალური ფესტივალისთვის, სწავლისთვის ან სკუტერისთვის;

რას გააკეთებ?

** გაუძღვები ჩვენს პრომო აქციებს;
** ვისაც ჯერ კიდევ არ გადმოუწერია სფეისი, დაეხმარები, რომ ეს შეცდომა სასწრაფოდ გამოასწოროს;
** დაელაპარაკები ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს;
** აუხსნი, როგორ შეუძლიათ გაიმარტივონ ფინანსების მართვა ჩვენი აპლიკაციის დახმარებით;
** აჩუქებ საჩუქრებს და გაახარებ.

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV მეილზე: career@space.ge 27 მარტამდე. სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება - სფეის აგენტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე