დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** მაღალ ფიქსირებულ ხელფასს
** გადატვირთვებთან მიბმული ანაზღაურებას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება 
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** მართვის მოწმობა - B კატეგორია
** ასაკი: 25-დან 45 წლამდე
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
** ბინით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი 
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის   
** უზრუნველყოს  სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო  განლაგება.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში,  ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე  აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს  ამსახველი ტაბელი.
** გაამყაროს კონსტრუქციული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.kashia@mziuri.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე