ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. № 5
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განთლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტერიის სამსახურის თანამშრომლების ასისტირება მიმდინარე ბუღალტრული საკითხების წარმოებაში:
** ბანკის და სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ხარჯების ბუღალტრული გატარებები;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა მაქსიმალური სიზუსტით;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე