წარმოების ინჟინერ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: Atlantic Georgia
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 28 მარტი
კომპანია "Atlantic Georgia" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

"Atlantic Georgia", საერთაშორისო კომპანია "Group Atlantic"-ში შემავალი კომპანიაა, რომლის ქალაქ ქუთაისში მდებარე ქარხანა აწარმოებს წყლის გამაცხელებელ ავზებს.

კომპანია განიხილავს როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები სპეციალისტების კანდიდატურებს, რომელთაც აქვთ მზაობა იმუშაონ ქუთაისში.

სამუშაო ადგილი - ქუთაისი
სამუშაოს განაკვეთი - სრული განაკვეთი
ანაზღაურება - კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
სოციალური პაკეტი - დაზღვევა, კვება
მივლინებები - შესაძლო მივლინებები და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები საზღვარგარეთ

ინჟინერ-კონსტრუქტორის ძირითადი ამოცანაა, მანქანა-დანადგარების გაუმჯობესების საშუალებების პროექტირება და იმპლემენტაცია წარმოების წარმადობის, ხარისხის და ხარჯთეფექტურობის ასამაღლებლად.

ძირითადი მოთხოვნები:

** საინჟინრო განათლება (ინდუსტრიული მიმართულებებით, როგორებიცაა მანქანათმშენებლობა, მექანიკური ინჟინერია და ა.შ.)
** AutoCAD-ში და/ან SOLIDWORKS-ში მუშაობის მაღალი დონის ცოდნა და გამოცდილება
** სასურველია ინდუსტრიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა
** განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტირების უნარ-ჩვევებს და AutoCAD-ის და/ან SOLIDWORKS-ის გამოყენებას.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე vacancy@thestream.ge არაუგვიანეს 2019 წლის 28 მარტისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე