სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** დიდი რაოდენობით შემომავალი და გამავალი ზარების დროულად და ეფექტურად მართვა;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და საჭიროებისამებრ გადამისამართება შესაბამის სტრესულ ერთეულში;
** მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
** ტექნიკური შეფერხებისა და მომხმარებლის უკმაყოფილების შესახებ მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შესაბამისი სამსახურების დროული ინფორმირება;
** ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი, სხარტი აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე