ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტის ელექტრიკოსის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით;

კატეგორია: ენერგეტიკა;
ანაზღაურება: შეთანხმებით
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ელექტრომოწყობილობების რემონტის და მომსახურებისას ცალკეული მარტივი სამუშაოების შესრულება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ელექტრომონტიორის ხელმძღვანელობით;
** გამანაწილებელი კარადების, კლემების, დამცავი ფარების, განათების არმატურის მონტაჟი და რემონტი;
** ელექტრომოწყობილობების გაწმენდა, გაქრევა შეკუმშული ჰაერით, ნაწილობრივ დაშლით, გარეცხვით და გამშრალებით;
** კონტაქტების და მათი ზედაპირების გაწმენდა;
** 1000 ვოლტამდე სადენების დაცალკავება, შეერთება, იზოლირება და მირჩილვა;
** სადენების და კაბელების გაყვანა;
**ელექტრომოწყობილობების რემონტის დროს უბრალო საზეინკლო, სამონტაჟო და სადურგლო სამუშაოების შესრულება;
** ელექტრომოწყობილობების მიერთება, გამორთვა და უბრალო გაზომვების ჩატარება;
** პნევმატურ და ელექტრო ინსტრუმეტზე მუშაობა;
** იატაკიდან მართვადი უბრალო ამწე მექანიზმების გამოყენებით სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
** გამანაწილებელი ქსელების, ელექტრო ძრავების სტატორების და როტორების, ტრანსფორმატორის ხვიების, კაბელების შემყვანების და გამომყვანების იზოლაციის წინაღობის გაზომვა მეგომეტრით;
** მომსახურეობის უბანზე დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობების დატვირთვის რეგულირება;
** არაფეთქებად საშიში არმატურის რემონტი და დაყენება;
** ელექტრომოწყობილობების დათვალიერებაში, რემონტში და ტექნიკურ მომსახურებაში მონაწილეობის მიღება, მათი დაშლის, აწყობის, გაწყობის და მომსახურების სამუშაოების ჩატარებით;
** საკაბელო ტრასებისა და სადენების გაყვანაში მონაწილეობის მიღება;
** საიზოლაციო მასალების დამუშავება;
** უბრალო სქემებით ჩართული ელექტრომოწყობილობების გაუმართაობის, შეუსაბამობის, დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება;
** უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება.
** უნდა იცოდეს: ელექტროძრავების, გენერატორების, გამანაწილებელი მოწყობილობების, მცველების, აკუმულატორების, კონტაქტორების, გამმართველების და საწარმოებში არსებული სხვა ელექტრო მოწყობილობების დანიშნულება, მოწყობა, მუშაობის პრინციპი; ელექტროტექნიკური მასალების ძირითადი სახეობები, მათი თვისებები და დანიშნულება; მასზე დაკისრებული სამუშაოს შესრულების დროს მონტაჟის წესები და ხერხები, უსაფრთხოების წესები; გამოსაყენებელი საზომი-საკონტროლო მოწყობილობების დასახელება, დანიშნულება და მათი გამოყენების წესები; სამუშაო ადგილის ორგანიზაციის და მოწყობის წესები; დაბალი ძაბვის სადენების შეერთების, მირჩილვის ხერხები და წესები; მუდმივი და ცვლადი დენის მონაცემები; გამშვებ მარეგულირებელი მოწყობილობების დანიშნულება და კონსტრუქცია; ელექტრომოწყობილობების მონტაჟისა და რემონტის დროს უსაფრთხოდ მუშაობის წესები; ძრავების გრაგნილების სადენების გამომყვანების აღნიშვნა; სარჩილი და ფლუსები; საშუალო სირთულის საკონტროლო - გამზომი მოაწყობილობების და ინსტრუმენტების დანიშნულება და მათი მოწყობა; ელექტრო სიდიდეების გაზომვის ხერხები; კაბელების გაყვანის წესები შენობებში, მიწის ქვეშ და ჩამოსაკიდ გვარლაზე; ელექტროტექნიკის საფუძვლები, ელექტროდანადგარების მოწყობის წესები, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის წესები, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესები, რომელიც შეესაბამება ელექტროუსაფრთხოებაში III ჯგუფის კვალიფიკაციას; პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესები; საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ელექტრიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე