საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
თანდართული ფაილი: 209158_Registration_Form_8556686.zip
2019 წლის 4-5-6 ივნისს, "სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში" გაიმართება მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: "კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში".

სიმპოზიუმი ეძღვნება კავკასიაში რომის კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციის აღდგენის 25 წლის იუბილეს. სიმპოზიუმის ორგანიზატორია საბაუნი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი) და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია;

სიმპოზიუმის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;

სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-ისტორიული გასვლითი ღონისძიება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში;

წაკითხული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით;

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური. 


მნიშვნელოვანი ვადები:

** 2019 წლის 19 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
** 2018 წლის 19 მაისი - სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.

რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა.
სტატიების  მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე  - conference@sabauni.edu.ge;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.
** მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
** გვერდის ფორმატი - А4
** გვერდის ველი: - 2 სმ
** შრიფტი: ქართული - sylfean
** ზომა - 12
** ინგლისური/იტალიური - Times New Roman,
** ზომა - 12
** ინტერვალი - 1 (Single)
** აბზაცი - 1 სმ
** ტექსტის სტრუქტურა: ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
** მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე