ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული ტრანზაქციების წარმოება
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება
** ბიუჯეტის მართვა
** ვალდებულებების და მოთხოვნების მართვა
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
** ძირითადი საშუალებების და მარაგ/მასალების ინვენტარიზაციის ორგანიზება
** ბუღალტერიის სამსახურის თანამშრომლების ასისტირება მიმდინარე ბუღალტრული საკითხების წარმოებაში:
** სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
** MS Office-ის კარგი ცოდნა

პიროვნული უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პოზიტიურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge  და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 13 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე