საწყობისა და ინვენტარიზაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობისა და ინვენტარიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: აჭარაბეთი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "Adjarabet.com" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობ(ებ)ის დალაგების პროცესის დაგეგმვა და მიმდინარე ოპერაციების ზედამხედველობა;
** დასალაგებელი და გასანაწილებელი ინვენტარის კონტროლი, აღრიცხვა და საინვენტარიზაციო ნუსხაში შეყვანა;
** დასაწყობებული პროდუქციის მიღება/გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** უზრუნველყოს კომპანიის შიგნით პროდუქციის გადაადგილება, შიდა კლიენტთან მოთხოვნილი პროდუქციის მიწოდება/აღრიცხვა;
** ქვეყნის შიგნით კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს მომსახურების ხარისხისა და ვადების შესაბამისობა კომპანიის მიზნებთან;
** საწყობში განთავსებული ნივთების აღწერა და კლასიფიკაციის მიხედვით განთავსება/დალაგება;
** სახარჯი მასალების დასაწყობება, აღწერა და განაწილება, მარაგების კონტროლი და დროული შეტყობინება მათი ამოწურვის/შევსების შესახებ;
** ჩამოსაწერად განსაზღვრული ნივთების აღწერა და მათი ჩამოწერის/გაყიდვის/ლიკვიდაციის და უსასყიდლოდ გადაცემის უზრუნველყოფა;
** საწყობის პროცესების, ინსტრუქციებისა და რეგულაციების გაწერა და დაგეგმვა;
** გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული საბუთების მოწესრიგება და ფინანსურ სამსახურთან მჭიდრო კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს საწყობის ან/და ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** ოპერატიულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@adjarabet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე