სამართლებრივი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამართლებრივი ასისტენტი
მომწოდებელი: ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 22 მარტი
"Foresight Investment Group" LLC აცხადებს ვაკანსიას სამართლებრივი ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბესიკის ქ.N4
მოქმედების ვადა: 22.03.2019
კატეგორია: იურიდიული/ადმინისტრაციული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით
** განათლება: ბაკალავრი
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივ საკითხებთან მუშაობის გამოცდილება

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის: ხელშეკრულებები, ოქმები, განცხადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, სარჩელები) შედგენა/განხილვა;
** დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** კომპანიის დირექტორთა საბჭოს კრების ოქმების მომზადება;
** კომპანიის იურიდიული დოკუმენტაციის ბაზის აწყობა/მართვა;
** პროექტის მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა იურიდიული საკითხების უზრუნველსაყოფად;
** კომპანიის და მისი შვილობილი კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერა და საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება.

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  info@foresightinvgroup.com და დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.  

ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან და შეასრულებენ წერით დავალებას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე