ბისკვიტის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბისკვიტის მცხობელი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.  

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს ბისკვიტის მცხობელის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში ხუთი დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბისკვიტის ცხობისთვის საჭირო მასალის მომზადება;
** ბისკვიტის გამოცხობა.

ძირითადი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** კარგი მგრძნობელობის რეცეპტორები;
** თვალზომა;
** მოძრაობის კოორდინაცია;
** პასუხისმგებლობა;
** სიზუსტე;
** ფიზიკური ამტანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge 2019 წლის 20 მარტამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ  წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე