ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ტელექსი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
კომპანია "ტელექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ვის ვეძებთ?

** ბაკალავრიატის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტს ან კურსთამთავრებულს
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

რას გთავაზობთ?

** ტრენინგებს
** საოფისე სამუშაოს
** ზრდად ანაზღაურებას
** სამოტივაციო სქემებს
** კარიერის დაწყების და  განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

რატომ "ტელექსი"?

** სტუდენტზე მორგებული სამუშაო გრაფიკი (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00-16:00; 16:00-22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
** შრომის ანაზღაურების პირობა შედგება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური საბონუსე სქემისგან.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. ფალიაშვილის ქუჩა 86.

ძირითადი მოთხოვნები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება
** მომხმარებელთა საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
** პოტენციური მომხმარებლების  დაინტერესება, მოზიდვა
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ 
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და  ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** მოქნილობა, დიპლომატიურობა
** მოტივირებულობა, ენთუზიაზმი
** ორგანიზებულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა.

როგორ ხორციელდება შერჩევა?

** CV/რეზიუმეების  გადარჩევა
** სატელეფონო გასაუბრება  და პირისპირ გასაუბრება
** შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგებს, ჩაერთვებიან მენტორინგის პროგრამაში.

როგორ გამოვაგზავნო რეზიუმე?

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@telex.ge 2019 წლის  31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით  215 91 91

გვესტუმრეთ http://telex.ge/

დაგვიმეგობრდით www.facebook.com/TELex.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე