სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
"საინფორმაციიო ცენტრების ქსელი" (ICN) ონლაინგამოცემებისთვის www.mtisambebi.ge და www.reginfo.ge აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისის ოფისი.

ანაზღაურება: 1300 ლარი (გადასახადების ჩათვლით), სრული სამუშაო განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;
** ​ICN-ის ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით;
** ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;
** ონლაინ გამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;
** სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის საბაზისო ცოდნა;
** გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი;
** გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა 30 მარტის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: vacancy.icn@gmail.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო "რეგინფოს" (http://www.reginfo.ge),ინტერნეტგამოცემა "მთის ამბებს" (http://www.mtisambebi.ge), თბილისში მდებარე მულტიმედია სტუდიას, კახეთის საინფორმაციო ცენტრს (http://www.ick.ge) და პანკისის სათემო რადიოს (http://www.Radioway.ge).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე