IT სამსახურის სერვის დესკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სამსახურის სერვის დესკის სპეციალისტი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების  სამსახურის  სერვის დესკის სპეციალისტის პოზიციაზე -  პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
ანაზღაურება: შეთანხმებით;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება  პროფესიონალი.  პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება
** შემოსული მოთხოვნების სრულყოფილად და გამართულად რეგისტრაცია "Service Desk+"-ის პროგრამაში
** შემოსული მოთხოვნების ინდივიდუალურად მოგვარება პოზიციის შესაბამისი კომპეტენციის და უფლებების ფარგლებში
** რეგისტრირებული მოთხოვნების შესაბის ჯგუფზე გადამისამართება სწორი და სრულყოფილი დიაგნოზით
** კლიენტის კმაყოფილება - სწორი კომუნიკაციის და სრულყოფილი "Service Plus"-ის ხარჯზე
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დაყოვნებული ინციდენტების/მოთხოვნებისა და მოგვარების გზების კონტროლი, არსებული ინციდენტების და სერვისული მოთხოვნების ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სერვისების შეფერხების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება
** ინციდენტის ფუნქციური ან იერარქიული ესკალაცია
** გადაცემული მოთხოვნების მონიტორინგი და კლიენტებთან უკუკავშირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** განათლების ხარისხი: ბაკალავრი, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების  მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საინფორმაციო ტექნოლოგიების  სამსახურის სერვის დესკი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე