სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Heel
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
გერმანული ფარმაცევტული კომპანია -Heel აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში!

სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სამუშაოდ ვიწვევთ მოტივირებულ ახალგაზრდებს რომელთაც აქვთ სწავლის და განვითარების დიდი სურვილი და შესაძლებლობა.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებულობა და ძლიერი პიროვნული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმის ხარისხიანად შესრულების უნარი.

სამუშაოს აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან;
** ექიმებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** კომპანიის პრეპარატების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და წარდგენა;
** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება

მოთხოვნები (თბილისი):

** სამედიცინო განათლება.
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა, თავაზიანობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვალებად, რთულ სიტუაციებთან ადაპტაციისა და ეფექტურად რეაგირების უნარი;
** სამუშაო გამოცდილებას არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მოთხოვნები (ბათუმი):

სამედიცინო განათლება
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა, თავაზიანობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ცვალებად, რთულ სიტუაციებთან ადაპტაციისა და ეფექტურად რეაგირების უნარი;
** სამუშაო გამოცდილებას არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

დაინტერესებულმა პირებმა CV (ფოტოსურათით) გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hr@heel.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია (სამედიცინო წარმომადგენლი და ქალაქი)

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გადამზადებას, მიიღებენ უნარებს და გამოცდილებას, რაც საჭიროა სამედიცინო წარმომადგენლისთვის და სრულყოფილ ცოდნას ბიომარეგულირებელი მედიცინის შესახებ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე