საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების განყოფილების უფროსის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე, კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ფუნქცია მოვალეობები:

** საოპერაციო რისკების განყოფილების საქმიანობის წარმართვა შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგზე პასუხისმგებლობა;
** საოპერაციო რისკების განყოფილების დებულების თანახმად განყოფილების თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება და მათ მიერ მოვალეობების შესრულების კონტროლი;
** განყოფილების თანამშრომლების მიერ მისოს შიდა ნორმატიული და მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
** განყოფილების საქმიანობის ანალიზის და განყოფილების თითოეული თანამშრომლის შეფასების პროცესის ორგანიზება;
** განყოფილების თანამშრომლების კვალიფიკაციის და პროფესიონალური დონის ამაღლება პირადი კონსულტაციების მეშვეობით;
** საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს ჩამოყალიბება;
** საოპერაციო რისკების კლასიფიკაცია და შესაბამისი რისკების განსაზღვრა;
** ძირითადი რისკების ინდიკატორების განსაზღვრა;
** საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, შეფასება და დოკუმენტირება;
** იდენტიფიცირებული საოპერაციო რისკების მართვა, შემცირებულად;
** საოპერაციო რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
** იდენტიფიცირებული საოპერაციო რისკების მონიტორინგი და კონტროლი;
** საოპერაციო რისკების შიდა/გარე ანგარიშგების შემუშავება და მონიტორინგი;
** საოპერაციო რისკების შეფასების შედეგების შესახებ რეპორტინგი და კომუნიკაცია მისოს მენეჯმენტთან და სხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან;
** საოპერაციო რისკების შესამცირებლად შეთანხმებული სამოქმედო გეგმის (follow up) სისტემის ჩამოყალიბება, დანერგვა, მართვა და კონტროლი;
** საოპერაციო რისკის შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგების განხორციელება;
** განყოფილებების თანამშრომლების აყვანა, მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, მისოს წინაშე მდგარი საოპერაციო რისკების აღმოსაფხვრელად/შესამცირებლად;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მისოს შინაგანაწესს, შიდა ნორმატიულ და საკანონმდებლო აქტებს;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობების დამყარება სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას;
** მიკრო ბიზნეს კაპიტალის კორპორატიული ღირებულებების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკასა და საბანკო საქმეში;
** საოპერაციო რისკების მიმართულებით მინიუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საფინანსო/საბანკო სისტემაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო სისტემის კარგი ცოდნა.

უნარები:

** კრიტიკული და კარგი ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, კრეატიულობა და მოქნილობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** თვითგანვითარებაზე ორიენტაცია;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** კარგი ორგანიზაციული უნარები;
** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2019 წლის 31 მარტის 17:00 საათი, კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV / რეზიუმე ან LinkedIn - ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე vacancy@mbc.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე