ოჯახის ექიმის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოჯახის ექიმის კოორდინატორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: ოჯახის ექიმების კოორდინატორის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოჯახის ექიმების სამსახურის კოორდინირება და მონიტორინგი
** ოჯახის ექიმების სადაზღვევო პროდუქტების გაცნობა და ტრენინგი
** კლინიკების შესრულებების ამბულატორული შემთხვევების დამუშავება და დარეგულირება
** ამბულატორული ტიპის სამედიცინო დაწესებულებებთან კონტრაქტების პირობების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება სპეციალობით სამკურნალო საქმე
** ოჯახის ექიმად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება
** სამუშაო გამოცდილება ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოჯახის ექიმების კოორდინატორი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე