პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას: პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკება და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა
** სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ დაზღვეულთათვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის მონიტორინგი
** სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი შესრულებების დამუშავება-დარეგულირების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 5 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი"

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე