ახალგაზრდული საგანმანათლებლო ვიზიტი იტალიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ახალგაზრდული საგანმანათლებლო ვიზიტი იტალიაში
მომწოდებელი: ევროპის აკად. ცენტრი - გაცვლითი პროგრამები
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
გახდი საქართველოს დელეგაციის მონაწილე ახალგაზრდულ ვიზიტზე იტალიაში!

ევროპის აკადემიური ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად იტალიაში 2019 წლის 5-დან 11 მაისის ჩათვლით.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის გაცნობა, შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან და კვალიფიკაციის ამაღლება სხვადასხვა აქტუალურ სფეროებში.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები სასწავლო ვიზიტებით ეწვევიან ახალგაზრდულ თემებზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფინანსურ და იურიდიულ სტრუქტურებს.

პროექტი განხორციელდება ქალაქებში: მილანი და რომი
პროექტის ხანგრძლივობა: 7 დღე (2019 წლის 5-დან 11 მაისის ჩათვლით)
მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე კანდიდატებს.
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 680 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

საფასურში შედის:

** სასტუმროში განთავსება მილანსა და რომში
** ორმხრივი ავიაბილეთები
** საერთაშორისო სერტიფიკატი
** დელეგაციის ხელმძღვანელის თანხლება
** სამოგზაურო დაზღვევა
** ქალაქებს შორის გადაადგილება

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია: https://goo.gl/TxaUX3

ჯგუფის დაკომპლექტება მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაგვიკავშირდით:

ცენტრალური ოფისი
თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 23 82 34 / 2 14 72 70/ 599 334 700

რეგიონები:

ქუთაისი, წერეთლის 13
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ბათუმი მელიქიშვილის 33
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ზუგდიდი, კიტიას 9
ტელ: 0415 22 03 00 596787700; 595525433

E-mail: exchangeprograms@pdcgeo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე