სერვისის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის ექსპერტი
მომწოდებელი: ავტო დეტალ სერვისი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ექსპერტის პოზიციაზე.

აღნიშნული კომპანია აქტიურად მოღვაწეობს ბაზარზე 5 წელია, მისი ძირითადი საქმიანობის სფეროს მოიცავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების, სალიკვიდაციო ღირებულების და დაზიანების შემთხვევაში მისი აღდგენის ღირებულების განსაზღვრას. ასევე საჭიროების შემთხვევაში და მოთხოვნის შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული მომსახურება განკუთვნილია, როგორც სადაზღვევო კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური და იურიდული პირებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მამაკაცი: 21 წელი და ზემოთ
** უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა, B კატეგორია;

ძირითადი მოთხოვნები:

** დაზიანებული ავტომობილის დათვალიერება/დასურათება;
** დაზიანებული დეტალების მოძიება;
** ავტომობილის აღდგენის ღირებულების განსაზღვრა;
** დეფექტური აქტის შედგენა;

უნარები:

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** ორგანიზებული, მიზანდასახული
** პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა,
** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** თვითმოტივირებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@adservice.ge და subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე