ბუღალტრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
2009 წლიდან, კომპანია "ნუტრიმაქსი" წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ცხოველთა და ფრინველთა საკვები.

კომპანია ფლობს თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც დანერგილია საერთაშორისო სტანდარტების ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სტაბილურ ხარისხს.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის (6-თვიანი სამუშაო პერიოდი) პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამაში სააღრიცხვო ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება;
** მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** ელ. ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შექმნა/ადმინისტრირება.
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური განხრით);
** ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების კარგი ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზემო ფონიჭალა;
სამუშაო გრაფიკი: ორშ -პარ; 09:30 -17:30;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ქართულ ენაზე, 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე