პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 18:00-21:00 (ორშაბათი - პარასკევი); 10:00-19:00 (შაბათი-კვირა)
დასვენების დღე: 1 დღე (ორშაბათი-პარასკევის შუალედიდან)

ძირითადი მოვალეობები:

** რეპორტების აწყობა Microsoft SQL Server Reporting Server-ზე;
** ბაზაში მონაცემების მიმდინარე დროში ჩასწორება მოთხოვნის შესაბამისად;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება, ფუნქციონალის ახსნა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** SQL-ის და Transact-SQL (MS SQL Server) კარგად ცოდნა;
** პლიუსად ჩაითვლება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის ცოდნა;
** სასურველია, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** განიხილებიან სტუდენტები ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2019 წლის 25 მარტამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი.

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე