კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

"გრინვეი" - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული თანამშრომლების მომსახურეობის ხარისხის კონტროლი, სტანდარტების გაწერა, მონიტორინგი და შეფასება;
** ქოლ-ცენტრის მომსახურეობის ხარისხის მონიტორინგი;
** მომსახურების კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, გადაჭრის გზების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** კონკრეტული ტრენინგის საჭიროებაზე რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე პირებისთვის გაზიარება;
** პერიოდული ანგარიშგებების მომზადება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კლიენტთა მომსახურეობის სფეროსი მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, ავტომომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwaygeorgia.ge 2019 წლის 25 მარტამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი.

"გრინვეი" - არა დისკრიმინაციას.

კომპანია "გრინვეი საქართველოში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე