საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის სამედიცინო აკადემია
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

თსა-ს მისიაა გაზარდოს თანამედროვე ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო დარგის პროფესიონალები სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პროგრამების უზრუნველყოფის გზით.

თანამდებობა: საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის გამ. 51/2
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის მიმართულებით);
** ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);
** სოციალური მედია მარკეტინგის ცოდნა; (Facebook ads manager; Google analytics)
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator და სხვა);
** მარკეტინგის/PR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

უფლება-მოვალეობანი:

** სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის მართვა; (Facebook, YouTube; Instagram,);
** სოციალური ქსელებისთვის კონტენტის შექმნა;
** სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
** ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
** ხელმღვანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: hr@tma.edu.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კანდიდატების პირველადი შერჩევა მოხდება CV-ების საფუძველზე.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია ინახება თსა-ს მონაცემთა ბაზაში ორი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე