ვებ დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ დეველოპერი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 20 მარტი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), მისია საქართველოში აცხადებს ვებ დეველოპერის ვაკანსიას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "EU INNOVATIVE ACTION FOR PRIVATE SECTOR COMPETITIVENESS IN GEORGIA (EU IPSC)" ფარგლებში.

ვაკანსიის განაცხადის No.: GEO/2019/

შერჩეული პიროვნება იმუშავებს IOM პროექტის კოორდინატორის ხელმძღვანელობის ქვეშ.

აუცილებელი მოთხოვნები:

ვებ დეველოპმენტში 4 წლიანი გამოცდილება და შემდეგი ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა:

** C#
** ASP.NET MVC Core
** Microsoft Web API
** JavaScript
** JQuery
** HTML
** CSS

სასურველია:

** 2 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ბაზებთან MS SQL-ის გამოყენებით
** გამოცდილება MS SQL -ის Query ოპტიმიზაციაში
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
** SOLID- პრინციპების ცოდნა და გამოცდილება
** Design Patter-ების ცოდნა და გამოყენება
** OWASP უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
** Unit Testing, Behavioral Testing, Stress Testing, Performance Testing-ში გამოცდილება

როგორ უნდა დაგვიკავშირდეთ:

პირადად ჩააბარეთ თქვენი განაცხადი დაბეჭდილ კონვერტში წარწერით: "ვაკანსია -ვებ დეველოპერი". ვაკანსიის მიღების საბოლოო ვადაა 2019 წლის 20 მარტი, ოთხშაბათი, 18:00სთ.

სატელეფონო ზარები არ მიიღება. კონვერტში მოთავსებული განაცხადი დატოვეთ დაცვის სამსახურთან, IOM თბილისის ოფისის შენობასთან შემდეგ მისამართზე: აბულაძის ქ. #12, 1 ჩიხი, 0162, თბილისი.

განაცხადი უნდა იყოს ორენოვანი - ინგლისურ და ქართულ ენებზე, წარმოდგენილი თქვენი რეზიუმეს სახით.

შერჩეულ კანდიდატს IOM დაუკავშირდება განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადიდან ერთი კვირის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე