ლითონის ჩამომსხმელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლითონის ჩამომსხმელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტის ლითონის ჩამომსხმელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-1500 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (საათობრივი ანაზღაურება);
გამოსაცდელი ვადა: არაუმეტეს 6 თვე;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მარტივი და რთული სხმულების ჩამოსხმა ერთჯერად ქვიშის ფორმაში;
** ჩამოსხმა რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარ კოკილში;
** ფერადი და შავი შენადნობების დნობის პროცესში დახმარება: ღუმელის ჩართვა, საკაზმე მასალების მომზადება, აწონვა, ჩატვირთვა;
** გამდნარი ლითონის გამოშვების და ჩამოსხმის ტემპერატურის გაზომვა;
** ჩამოსხმა დამზადებულ კერამიკულ ფორმებში;
** ფოლადის და თუჯის შენადნობისთვის ამონაგის დამზადებისას დახმარება;
** თუჯის მოდიფიცირება ციცხვში უფრო მაღალი კვალიფიკაციის ჩამომსხმელის ხელმძღვანელობით;
** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლებით, სასურველია ტექნიკური განათლება;
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** ინდუქციურ ღუმელებთან მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი ტექნიკური ცოდნა: ტექნოლოგიურ პროცესთან მუშაობა და გამოყენება; კოკილის დანადგარისა და საჩამოსხმო იარაღების შემოწმება გამართულობაზე; ამონაგის მასალების კლასიფიკაცია სხვადასხვა შენადნობებისათვის; საკაზმე მასალების თვისებები და მათი გავლენა სხმულების ხარისხზე; ჩამოსხმის სპეციალური ხერხები; ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა დნობის და ჩამოსხმის დროს; უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ლითონის ჩამომსხმელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე