ლითონის მდნობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლითონის მდნობელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტის ლითონის მდნობელის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-1500 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (საათობრივი ანაზღაურება);
გამოსაცდელი ვადა: არაუმეტეს 6 თვე;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** წარმოდგენილი დავალების მიხედვით ღუმელის მომზადება;
** შავი ან ფერადი მასალის პროცენტული შემადგენლობის დადგენა;
** ტემპერატურული რეჟიმის დაცვით დნობის წარმართვა;
** წარმოდგენილი დავალების მიხედვით მასალის ქიმიური ელემენტის და ტექნიკური დოკუმენტის ცოდნა;
** ნახაზის წაკითხვა ტექნოლოგიური ინსტრუქციის გამოყენება;
** სამუშაოს დაწყების წინ დანადგარის გამართულობის შემოწმება სამარჯვებისა და ინსტრუმენტების გამართულობის შემოწმება;
** შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლებით, სასურველია ტექნიკური განათლება;
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** ინდუქციურ ღუმელებთან მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი ტექნიკური ცოდნა: ერთნაირი ტიპის სადნობი ღუმელების აღნაგობა და მუშაობის პრინციპი; მასალები გამოყენებული ღუმელების შეკეთებისათვის; სხვადასხვა სარჩილების მომზადების წესები; სარჩილების მარკები და შემადგენლობა; საზომი და საკონტროლო ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების პირობები; სარჩილებლების დანიშნულება და მასზე წაყენებული მოთხოვნები; უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ლითონის მდნობელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე