გამპრიალებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამპრიალებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტის გამპრიალებლის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-1500 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (საათობრივი ანაზღაურება);
გამოსაცდელი ვადა: არაუმეტეს 6 თვე;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** საშუალო სირთულის და რთული მრუდხაზოვანი ზედაპირის მქონე დეტალების გაპრიალება, რომელთა სიმქისეა Ra 1,25-0,32, პროფილისა და შაბლონის პარალელურობის გათვალისწინებით, ასევე ლითონის საბოლოო გაპრიალება საპრიალებელ ჩარხზე და ხელის პნევმატურ დანადგარზე;
** მაღალლეგირებული ფოლადისაგან დამზადებული ნიმუშების გაპრიალება;
** მუშა ზედაპირის, ქარგოლების, თავაკების დაყენების სისწორის შემოწმება;
** მზა რეცეპტების მიხედვით საპრიალებელი პასტებისა და მასტიკების დამზადება;
** საპრიალებელი ჩარხებისა და პნევმომანქანების გამართვა.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლებით, სასურველია ტექნიკური განათლება;
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** შესაბამისი ტექნიკური ცოდნა: სხვდასხვა ტიპის საპრიალებელი ჩარხების და ხელის პნევმატური მანქანების მუშაობის პრინციპი და გამართვის წესები; ჩარხების შემოწმების წესები სიზუსტეზე; უნივერსალური და სპეციალური მოწყობილობების მუშაობის პრინციპი; საკონტროლო-საზომი ინსტრუმენტების და ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების პირობები; გამაპრიალებელი მასალების-აბრაზივის, პასტების, მასტიკების, ნაბადის, ასევე ლითონის, თმისა და ბალახეული ჩოთქების ძირითადი თვისებები; დაშვებისა და ჩასმების სისტემა; სიმქისის კვალიტეტი და პარამეტრები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გამპრიალებელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე