მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სამსახურის მძღოლის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტრანსპორტი;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (საათობრივი ანაზღაურება);
გამოსაცდელი ვადა: არაუმეტეს 6 თვე;

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** უზრუნველყოფს მასზე მიმაგრებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, გზების სხვადასხვა მდგომარეობაში დღისით და ღამით;
** უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ყოფნას, საგზაო მოძრაობის წესების დაცვას;
** კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებსა და მითითებებს.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლებით;
** არის მოთხოვნა სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე მძღოლებზე:

ა) მართვის მოწმობის კატეგორია: B,C,D;
ბ) მართვის მოწმობის კატეგორია: B,C;
გ) მართვის მოწმობის კატეგორია: B,T,S.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, წარმოადგინოთ CV და შესაბამისი კატეგორიების მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მძღოლი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე