მხეხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხეხავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დეპარტამენტის მხეხავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-1500 ლარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (საათობრივი ანაზღაურება);
გამოსაცდელი ვადა: არაუმეტეს 6 თვე.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მრგვალი პროფილის მაღალხარისხოვანი მარკის ფოლადებისგან დამზადებული დეტალების და ინსტრუმენტის ხეხვა და დაყვანა 8-10 ქვალიტეტით და სიმქისის პარამეტრებით Ra 1,25-0,63 განსხვავებული ტიპის ჩარხებზე;
** ჩარხის გაწყობა;
** სახეხი ქარგოლების დაყენება და სწორება, აუცილებლობის შემთხვევაში მარტივი თარგების გამოყენებით;
** მრგვალი და ბრტყელი პროფილის მაღალხარისხოვანი მარკის ფოლადებისგან დამზადებული დეტალების ხეხვა და დაყვანა 7-8 ქვალიტეტით და სიმქისის პარამეტრებით Ra 0,63-0,32, შესაბამისად გაწყობილ ჩარხებზე;
** დეტალების ჩარხებზე დაყენება და შემოწმება ინდიკატორით, ორ სიბრტყეში.
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საშუალო განათლებით, სასურველია ტექნიკური განათლება;
** სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** შესაბამისი ტექნიკური ცოდნა: განსხვავებული ტიპის სახეხი ჩარხების მოწყობილობა, გაწყობის და სიზუსტეზე შემოწმების წესები; უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების მოწყობილობა და გამოყენების წესები; საკონტროლო-მზომი იარაღების და ხელსაწყოების დანიშნულება და გამოყენების წესები; სახეხი ქარგოლების მახასიათებლები ფორმასთან და სისალესთან დამოკიდებულებაში; სახეხი ქარგოლების შემკვრელები და მარცვლოვნება, მათი გამოყენების პირობები დასამუშავებელ მასალასთან, დამუშავების ხერხებთან და დამუშავების მოთხოვნილ სისუფთავესთან დამოკიდებულებაში; სახეხი ქარგოლების დასაშვები ბრუნვის სიჩქარეები; ტემპერატურის გავლენა დეტალების ზომებზე; დაშვებების და ჩასმების სისტემა; ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები; დასამუშავებელი მასალების ძირითადი თვისებები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მხეხავი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე