რეალტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალტორი
მომწოდებელი: Realtor.ge
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
უძრავი ქონების კომპანია "Realtor.ge" მოხარულია შემოგთავაზოთ ვაკანსია რეალტორის პოზიციაზე.

ვინ გვჭირდება: რეალტორი არის კონსულტანტი, მრჩეველი და ექსპერტი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტის შეძენისას. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ენერგიული, გაწონასწორებული, ექსტრემალურ სიტუაციებში მოხერხებული, პუნქტუალური, მიზანმიმართული, ინიციატივის მქონე ახალგაზრდები.

აუცილებელი პირობა: უნდა ფლობდეთ ინგლისურ და რუსულ ენებს სასაუბრო დონეზე.

ჩვენ ვეძებთ არა დაქირავებულ თანამშრომლებს, არამედ პარტნიორებს 15 წლიან წარმატებულ ბიზნესში. გიწვევთ სამუშაოდ არა გამომუშავებაზე, არამედ წილობრივი განაწილებით.

კომპანია "Realtor.ge" გთავაზობთ:

** ყოველთვის აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** მაღალ ანაზღაურებასა და სტაბილურ შემოსავალს;
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 11:00-16:00.

რეალტორის შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) გადარჩევა;
** გასაუბრების I ეტაპი;
** გასაუბრების II ეტაპი.

სტაჟირების პერიოდში საკომუნიკაციო და გზის ხარჯებს ფარავს კომპანია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად.დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@makler.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
ბმულის გადაგზავნა | გადაიტანე Facebook-ზე